საუდის არაბეთის ლიგის კლუბი „ალ ჰილალი“ ალექსანდერ ისაკს ანაზღაურების სახით კვირაში 600 000 ფუნტს სთავაზობს #1TVSPORT
საუდის არაბეთის ლიგის კლუბი „ალ ჰილალი“ ალექსანდერ ისაკს ანაზღაურების სახით კვირაში 600 000 ფუნტს სთავაზობს #1TVSPORT

საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის კლუბი „ალ ჰილალი“ „ნიუკასლის“ შვედ თავდამსხმელს, ალექსანდერ ისაკს ანაზღაურების სახით კვირაში 600 000 ფუნტს სთავაზობს, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, სამომავლოდ კლუბი ისაკს ბონუსებსაც გამოუყოფს, ხოლო შვედ ფეხბურთელს დამატებითი გადასახადების გადახდა აღარ მოუწევს.

რამდენიმე დღის წინ ალექსანდერ ისაკმა „ნიუკასლის“ დატოვების სურვილი გამოთქვა. მისი შეძენით ევროპაში რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის, „ლივერპული“.

25 წლის შვედი „ნიუკასლის“ წევრი 2022 წელს გახდა. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 23 გოლი გაიტანა.