საუდის არაბეთის კლუბი მზად არის, მბაპეს ტრანსფერში მილიარდი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
„ალ-ჰილალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპეა. CBS – ის ჟურნალისტის, ჯეიმზ ბენჯის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერისთვის ემზადებიან – „პარი სენ-ჟერმენს“ 300 მლიონ ევროს სთავაზობენ, თავად ფეხბურთელს კი 700 მილიონს.
მეტიც, ამერიკელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელები მზად არიან, მბაპე 2024 წელს „რეალში“ უფასოდ გაუშვან.
ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა, ცნობილმა იტალიელმა მიმომხილველმა ფაბრიციო რომანომ და ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ალ-ჰილალი“ პარიზულ კლუბს მართლა სთავაზობს 300 მილიონ ევროს.
EXCL: Al Hilal have submitted formal bid to Paris Saint-Germain in order to open talks for Kylian Mbappé. 🚨🔵🇸🇦
Understand it’s worth €300m — record fee.
No talks on player side.
⚪️ PSG remain convinced that Mbappé already agreed terms with Real Madrid with contract ready. pic.twitter.com/yeDu5AQr6E
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 24, 2023