საუდის არაბეთის კლუბი მესის 1.2 მილიარდ ევროს სთავაზობს #1TVSPORT
საუდის არაბეთის კლუბი მესის 1.2 მილიარდ ევროს სთავაზობს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გადასვლისკენ იხრება.

როგორც ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato იტყობინება, არგენტინელი არჩევანის გაკეთებას აპირებს „ბარსელონასა“ და „ალ-ჰილალს“ შორის და ახლა უფრო მეორე ვარიანტისკენ იხრება.

ქალაქ ერ-რიადის კლუბმა მესის ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის ღირებულება 1.2 მილიარდი ევრო იქნება.

წელიწადში 600-მილიონიანი კონტრაქტით მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება.

იწერება იმის შესახებ, რომ მესის მამამ და აგენტმა, ხორხე მესიმ უკვე მიიღო ეს შეთავაზება. თავად ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ „ბარსელონა“ რაღაც ნაბიჯს გადადგამს უახლოეს მომავალში.