საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა
საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა

საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. იქ, სადაც 2 ოქტომბერს ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს.

პროკურორი ალ მოჯები თურქეთში კვირას ჩავიდა, ის სტამბოლის მთავარ პროკურორს შეხვდა, თუმცა მედიისთვის უცნობი რჩება, რაზე ისაუბრეს მხარეებმა.

ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც Washington Post – ისთვის წერდა. 2 ოქტომბერს ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში საბუთებების წამოსაღებად მივიდა და გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი მოკლულია. მისი ცხედარი დღემდე არ უპოვიათ.