საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით, უცხოელი პილიგრიმები წელს ჰაჯს ვერ შეასრულებენ
საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით, უცხოელი პილიგრიმები წელს ჰაჯს ვერ შეასრულებენ

საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, წელს უცხოელი პილიგრიმები ჰაჯს ვერ შეასრულებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანი რიტუალის შესრულება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება.

როგორც „ბიბისი“ წერს, წელს მექასა და მედინაში ჩასვლას ორი მილიონი მუსლიმი პილიგრიმი აპირებდა.

საუდის არაბეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 161 005 შემთხვევა. გარდაიცვალა 1307 ადამიანი. საყოველთაო კარანტინი საუდის არაბეთში ორი დღის წინ გააუქმეს.