საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, შესაძლოა, საუდის არაბეთის ნაკრები ჩაიბაროს, – წერს Sky Sports.
აღნიშნავენ, რომ საუდის არაბეთის მხარე დეშამში ხედავს იდეალურ კანდიდატურას საკუთარი მრავალწლიანი პროექტის რეალიზაციაში, რომლის კულმინაციაც უნდა გახდეს მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი სწორედ საუდის არაბეთში.
ფრანგ სპეციალისტს სთავაზობენ 8-წლიან კონტრაქტს და გაფართოებულ უფლებამოსილებას, რომელიც ცდება მწვრთნელის საქმიანობის ფარგლებს. დეშამს დაევალება ეროვნული ნაკრების სრული სისტემის რესტრუქტურიზაცია.
ცნობილია, რომ დიდიე დეშამი დატოვებს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ.