სატრანსფერო პერიოდი მოთამაშეთა გაშვებებით დაიწყო - „სიონი“ რვა ფეხბურთელს შეელია #1TVSPORT
სატრანსფერო პერიოდი მოთამაშეთა გაშვებებით დაიწყო - „სიონი“ რვა ფეხბურთელს შეელია #1TVSPORT

ბოლნისის „სიონში“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში დიდი საკადრო ცვლილებები განხორციელდა – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა ხელშეკრულება 8 ფეხბურთელთან გაწყვიტა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბოლნისის „სიონი“ 8 ფეხბურთელმა დატოვა. გუნდში აღარ ითამაშებენ გიორგი გადრანი, ბექა ნიკოლაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლუკა კობერიძე, ვარლამ კილასონია, ოთარ კვერნაძე და გოდერძი მაჩაიძე“, – წერია კლუბის განცხადებაში.

მანამდე ბოლნისის „სიონი“ გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეს, თომა ტაბატაძეს დაემშვიდობა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის, შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, რაც 30 წლის თავდამსხმელმა თავად ითხოვა – ის კარიერას ყაზახურ „აკჟაიკში“ გააგრძელებს.

ბოლნისელთა პრესსამსახურის ცნობით, გუნდში არიან ახალწვეულებიც, რომელთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.