სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - „მილანმა“ „ფეიენოორდიდან“ ხიმენესი იყიდა #1TVSPORT
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - „მილანმა“ „ფეიენოორდიდან“ ხიმენესი იყიდა #1TVSPORT

„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ფეიენოორდის“ ფორვარდის, სანტიაგო ხიმენესის შეძენის შესახებ. მხარეებმა 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი. მექსიკელი ახალ კლუბში მე-7 ნომრით ითამაშებს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „მილანმა“ ფეიენოორდს“ 32+3 მილიონი ევრო გადაუხადა. ფორვარდის ხელფასი წელიწადში 2.2 მილიონი ევრო იქნება.

ამ სეზონში 23 წლის ხიმენესმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 11 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.