სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე – მატის ტელი „ტოტენჰემში“ გადავიდა #1TVSPORT

10:31, 04.02.2025

ლონდონის „ტოტენჰემის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ბაიერნის“ ფორვარდის მატის ტელის იჯარის შესახებ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. „ტოტენჰემს“ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება 60 მილიონ ევროდ.

ტელი ახალ კლუბში მე-11 ნომრით ითამაშებს.

ამ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში ითამაშა და ერთი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი