სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - „მანჩესტერ სიტიმ“ ნიკო გონსალესი 60 მილიონად შეიძინა #1TVSPORT
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - „მანჩესტერ სიტიმ“ ნიკო გონსალესი 60 მილიონად შეიძინა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ „პორტუს“ ნახევარმცველი ნიკო გონსალესი შეიძინა.

23 წლის ესპანელმა ინგლისის ჩემპიონთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

„სიტის“ გონსალესის ტრანსფერი 60 მილიონი დაუჯდა – აქედან 24 მილიონს „ბარსელონა“ მიიღებს, რომელმაც ნიკო „პორტუში“ 8.4 მილიონ ევროდ გაყიდა.

ამ სეზონში ნიკომ პორტუგალიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.