სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - ბელოტი „ბენფიკაში“ გადავიდა #1TVSPORT
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - ბელოტი „ბენფიკაში“ გადავიდა #1TVSPORT

იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი ანდრეა ბელოტი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. 31 წლის ფორვარდმა დატოვა „კომო“ და „ბენფიკაში“ გადავიდა.

ლისაბონურ კლუბში ბელოტი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ანდრეა ბელოტიმ, რომელმაც სერია A-ს 18 მატჩში ორი გოლი გაიტანა, „ბენფიკაში“ მე-19 ნომერი აირჩია.