სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე – „ასტონ ვილამ“ ასენსიო გაიფორმა #1TVSPORT

00:27, 04.02.2025

მარკუს რეშფორდის გაფორმების შემდეგ ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მარკო ასენსიოს სეზონის ბოლომდე იჯარის შესახებ გამოაცხადა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა პარიზელთა რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პსჟ-მა ესპანელი 2023 წელს „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა.

მსგავსი