სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა - „თელავი“ მალდინიმ დატოვა, გუნდებიდან ჯერ მოთამაშეები მიდიან #1TVSPORT
სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა - „თელავი“ მალდინიმ დატოვა, გუნდებიდან ჯერ მოთამაშეები მიდიან #1TVSPORT

ზაფხული სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა და ქართულ გუნდებში სიახლეებია – თუმცა, გუნდების უმრავლესობა ჯერ მხოლოდ მოთამაშეებს უშვებს და ამით ახალწვეულებისთვის ბიუჯეტს ათავისუფლებს.

პირველი სიახლე ისაა, რომ „სამტრედიამ“ პაუტინიო ვარიეტი გაუშვა. 24 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა კლუბი ისე დატოვა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

სამ მოთამაშეს შეელია ქობულეთის „შუქურა“ – „ტრასფერმარკტის“ ცნობით, კლუბი დატოვეს 28 წლის ცენტრალურმა მცველმა, გიორგი კალანდიამ, 31 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, გურამ გურეშიძემ და 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, ამირან როხვაძემ.

საქართველო მალდინიმაც დატოვა – 21 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი პაბლო მალდინი „თელავიდან“  წავიდა და ახალ კლუბს ეძებს. კახელები მეორე ბრაზილიელსაც შეელივნენ – კლუბი 22 წლის თავდამსხმელმა, ჯონათან სანტოსმა დატოვა.