სასწავლო პროცესი ორი მიმართულებით - პირველად საქართველოში მეკარეთა მწვრთნელების სწავლება დაიწყო #1TVSPORT
სასწავლო პროცესი ორი მიმართულებით - პირველად საქართველოში მეკარეთა მწვრთნელების სწავლება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოში პირველად უეფა-ს მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს გაგრძელდება და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. სასწავლო კურსის ფარგლებში პირველი რეზიდენტული მოდული 27 აპრილს „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსანტები ინფორმაციას შემდეგი თემების შესახებ მიიღებენ: შესავალი დაგეგმარების მეთოდოლოგიაში, მეკარის მწვრთნელის პროფილი და როლი, მეკარის ჩართულობა ბურთის ამოტანისას და ა.შ სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სწავლებას. ონლაინ რეჟიმში სასწავლო კურსის მსვლელობაში მონაწილეობა ასევე მიიღო, უეფა-ს მეკარებიის მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა მარტ პუმმა.

ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები. კურსზე 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილების ორგანიზებით უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის ახალი კურსიც დაიწყო. პირველი მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, შეტევის მომზადებისა და სავარჯიშო მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით ტარდება და ის სრულ შესაბამისობაში მოდის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

მეკარეთა მწვრთნელების განათლების და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსები ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.

დატოვე კომენტარი