სასწაულმოქმედი არ ვარ - ექიმმა კომენტარი გაუკეთა მიხაელ შუმახერის მკურნალობას
სასწაულმოქმედი არ ვარ - ექიმმა კომენტარი გაუკეთა მიხაელ შუმახერის მკურნალობას

ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის ექიმმა ფილიპ მენაშემ ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ მკურნალობდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს პარიზის ჟორჟ პომპიდუს სახელობის კლინიკაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ექიმებმა მკურნალობისას გამოიყენეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდი.

„მე სასწაულმოქმედი არა ვარ და არ მივსდევ ექსპერიმენტებს. ეს საშინელი ტერმინია. მე მგონია, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს მედიცინასთან. ჩვენ დავასრულეთ კლინიკური კვლევები ორი წლის წინ და ბოლო 20 წლის განმავლობაში უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ. მაგრამ მაინც – ჯერჯერობით ძალიან ცოტა ვიცით ღეროვანი უჯრედების შესახებ“, – მოჰყავს მენაშეს სიტყვები ესპანურ გაზეთ „მარკას“ (Marca).

50 წლის მიხაელ შუმახერი ჟორჟ პომპიდუს სახელობის კლინიკაში სექტემბერში გადაიყვანეს და იქ სამი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.