სასტუმრო „ალიანსში“ სპეცოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ
სასტუმრო „ალიანსში“ სპეცოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ

თბილისში, სასტუმრო „ალიანსში“ სპეცოპერაციისას ხუთი ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.

როგორც სასტუმროს დირექტორი სოფიო მაღლაკელიძე აცხადებს, დაკავებული მოქალაქეები სასტუმროში 27 ნოემბერს დაბინავდნენ. მისივე თქმით, რაიმე საეჭვო სტუმრებისთვის არ შეუმჩნევია.

„გაჩხრიკეს მათი ოთახები, სხვა ოთახებში ჩხრეკა არ ჩატარებულა”,  – განაცხადა სოფია მაღლაკელიძემ.

გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ალიანსში“  უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილზე სპეცრაზმი და სამართალდამცავები მუშაობდნენ.

სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ  კომენტარს არ აკეთებენ .