„ლაციო“ და მისი მთავარი მეტოქე „რომა“ სერია A-ს ოთხ კლუბს შორის არიან, რომლებიც „ემპოლის“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებას ცდილობენ, – ამტკიცებს One Football-ი.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს Sassuolonews, რომლის თანახმადაც, ქართველი მცველის დამატებას, „სასუოლოსა“ და „პარმას“ გარდა, „ბოლონიაც“ ცდილობს.
„შესაძლოა, „სასუოლომ“ „ემპოლიდან“ ცენტრალური მცველი გოგლიჩიძე დაიმატოს. თუმცა, კონკურენცია დიდია. 2004 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქართველი მცველით დაინტერესებულთა სია იზრდება. ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია „პარმას“ ინტერესის შესახებ. ახალი ცნობებით, მსურველთა სიას „ბოლონიაც“ შეუერთდა.
გოგლიჩისადმი ინტერესი დიდია. სავარაუდოა, რომ „ემპოლი“ დაელოდება, ვინ უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
ამასობაში, „ემპოლი“, გვიდო პალიუკას ხელმძღვანელობით, ახალი სეზონისთვის ემზადება“, – ამტკიცებს Sassuolonews-ი.