სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ფუტსალში თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გახდა
სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ფუტსალში თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გახდა

2017 წლის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ფუტსალში თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც მე-2 საჯარო სკოლის გუნდი ფინალურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩს დედაქალაქის მერი კახი კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწრებოდნენ.

სასკოლო ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია და მასში მონაწილეობა 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლემ მიიღო. ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში ჩატარდა და გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასვა ქალაქში გაიმართება.