საშობაო მატჩები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში
საშობაო მატჩები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის 5 საინტერესო შეხვედრა ჩატარდება. დიდ ინტერესს იწვევს ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში” გასამართი შეხვედრა. ნომინალური მასპინძელი „ლეიკერსი” „კლიპერსს” უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს კავაი ლეონარდი. ასევეა საეჭვოა ლებრონ ჯეიმსის თამაშიც, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა უკვე გამოტოვა.

21:00 ტორონტო – ბოსტონი

23:30 ფილადელფია – მილუოკი

02:00 გოლდენ სტეიტი – ჰიუსტონი

05:00 ლეიკერსი – კლიპერსი

07:30 დენვერი – ნიუ ორლეანი.