საშიში ავარია აბუ დაბის გრანპრიზე [ვიდეო]
საშიში ავარია აბუ დაბის გრანპრიზე [ვიდეო]

ამ წუთებში ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპი – აბუ დაბის გრანპრი მიმდინარეობს. პირველ წრეზე ავარიაში მოხვდა „რენოს“ გერმანელი პილოტი ნიკო ჰიულკენბერგი. მისი მანქანა რომენ გროსჟანის „ჰაასს“ შეეხო, ჰაერში ავარდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. შემდეგ კედელს შეეჯახა და აალდა, რის შესახებაც ჰიულკენბერგმა რადიოთი გამოაცხადა.

რბოლის მომსახურე პერსონალმა ცეცხლი ჩააქრო, ბოლიდი ამოატრიალა და ჰიულკენბერგს ამოსვლის საშუალება მისცა.