საშა ჯორჯევიჩი ამერიკასთან პოტენციური შეხვედრის შესახებ - „თუ ჩვენ შევხდებით, დაე ღმერთმა უშველოს ამერიკას“
საშა ჯორჯევიჩი ამერიკასთან პოტენციური შეხვედრის შესახებ - „თუ ჩვენ შევხდებით, დაე ღმერთმა უშველოს ამერიკას“

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, მთავარი ფავორიტი იქნება, თუმცა წელს ნაკრებში თამაშზე ბევრმა ვარსკვლავმა თქვა უარი, რაც სხვა ნაკრებებს გარკვეულ შანსს აძლევს.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის ტურნირიდან გამოგდებით იმუქრება, ეს სერბეთია. ჯერჯერობით უცნობია, საშა ჯორჯევიჩის გაწვრთნილი გუნდის სრული შემადგენლობა, თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ წელს სერბებს ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლებათ.

ჩინეთში გასამგზავრებლად მზაობა გამოთქვეს ბოგდან ბოგდანოვიჩმა, ნემანია ბიელიცამ, ბობან მარიანოვიჩმა და ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე ნიკოლა იოკიჩმაც. ნაკრებს სავარაუდოდ მილოშ ტეოდოსიჩის დაემხარება. სერბეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა საშა ჯორჯევიჩმა ერთერთ სერბულ არხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს ამერიკელების დამარცხება შეუძლია.

„მოდით, მივცეთ მათ საშუალება, რომ საკუთარი თამაში აჩვენონ, ჩვენ კი საკუთარ თამაშს ვაჩვენებთ და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მათ შევხდებით დაე ღმერთმა უშველოს“, – განაცხადა ჯორჯევიჩმა eurohoops.net-თან მიცემულ ინტერვიში.