სასამართლომ სერხიო რამოსი 250 ათასი ევრთი დააჯარიმა
სასამართლომ სერხიო რამოსი 250 ათასი ევრთი დააჯარიმა

მადრიდის მთავრობამ ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი 250 ათასი ევროთი დააჯარიმა მადრიდში ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო. ამის შესახებ ესპანური სააგენტო „ეფე“ (EFE) წერს.

კომპანიამ „აგილენა დე ინვერსიონეს“ (Aguilena de Inversiones SA), რომელიც რამოსს ეკუთვნის, 50-დან 90-მდე ასწლოვანი ხე მოჭრა მადრიდის გარეუბანში, მიწის იმ ნაკვეთზე, რომელიც ორი წლის წინ შეიძინა საკუთარი სახლის ასაშენებლად,

ხეების გაჩეხვის გამო, 33 წლის მცველს მეზობელმა უჩივლა, რის შედეგადაც ფეხბურთელზე საქმე აღიძრა. 19 ივლისს, მადრიდის სასამართლომ დააჯარიმა რამოსის კომპანია 250 ათასი ევროთი და მოჭრილ ხეებზე სამჯერ მეტის დარგვა დაავალდებულა მას.

15 ივნისს, სევილიაში რამოსმა თავის ძველ შეყვარებულზე, ტელეჟურნალისტ პილარ რუბიოზე იქორწინა.