სასამართლომ რონალდინიო ექვსი თვით პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ რონალდინიო ექვსი თვით პატიმრობაში დატოვა

პარაგვაის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაახანგრძლივოს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის რონალდინიოს პატიმრობა, – წერს Globo Esporte. ფეხბურთელს სამართალდამცავებთან პრობლემა დოკუმენტების გაყალბების გამო შეექმნა.

წყაროს ცნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – გამოძიების მიმდინარეობის დროს, პატიმრობაში დატოვოს რონალიდინიო და მისი ძმა. ამ პროცედურამ კი, შესაძლოა, ექვსი თვე დაიკავოს.

ამასთან, სასამარლომ არ გაითვალისწინა რონალდინიოს ძმის ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ შინაპატიმრობის შემთხვევაში, ძმები შეიძლება გაიქცნენ, ხოლო ბრაზილია არ გადასცემს თავის მოქალაქეებს პარაგვაის.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ და მისმა ძმამ რობერტო დე ასის მორეირამ ასუნსიონის აეროპორტში ყალბი პასპორტები წარმოადგინეს. 5 მარტს, პარაგვაის გენერალურმა პროკურორმა ბრაზილიელის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა, მაგრამ მომდევნო დღეს ყოფილი ფეხბურთელი გაუშვეს. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, რონალდინიო გენერალური პროკურატურის მოთხოვნით ისევ დააპატიმრეს.