სასამართლომ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა

10:45, 05.02.2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ნათია ტოგონიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღეულა.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებდა. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურება იყო.

მაჩალიკაშვილების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი