სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

რაც შეეხება მათთვის კონკრეტულ სასჯელებს, ამის თაობაზე კიდევ ერთი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება.

საქმეზე არსებითი განხილვა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ბოლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დაასრულა. მხარეებმა ასევე ისარგებლეს რეპლიკით, განსასჯელებმა კი, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.