სასამართლომ აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების სარჩელი უარყო
სასამართლომ აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების სარჩელი უარყო

კალიფორნიაში ფედერალურმა სასამართლომ უარყო აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების სარჩელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ, – იტყობინება CNN. სარჩელი ეხებოდა მამაკაცთა ფეხბურთთან შედარებით შრომის არათანაბარ ანაზღაურებას.

აშშ-ის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა გასული წლის მაისში თავისი დამსაქმებელი ორგანიზაცია – ფეხბურთის ფედერაცია დაადანაშაულა „სქესობრივი ნიშნით დაკანონებულ დისკრიმინაციაში” და სასამართლოში უჩივლა მას. ქალი ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომ ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათ ხელფასზე, არამედ იმაზეც, სად და რამდენად ხშირად თამაშობენ, როგორ ვარჯიშობენ და იღებენ სამედიცინო დახმარებას. აგრეთვე, როგორ მგზავრობენ მატჩებზე.

წყაროს ცნობით, მოსამართლე გარი კლაუსნერმა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ დაამტკიცეს დისკრიმინაცია შრომის ანაზღაურებაში. მან მიანიშა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ქალთა ნაკრებმა უარი თქვა ხელფასების გადახდაზე იმავე სტრუქტურით, როგორც ეს მამაკაცთა ნაკრებშია. ასე რომ, სასამართლომ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შრომის არათანაბარი ანაზღაურების შესახებ საკითხს ფედერალურ სასამართლოში 16 ივნისს განიხილავენ.