სარქის ადამიანის დუბლით ჰოფენჰაიმმა ბაიერნი სენსაციურად დაამარცხა (ვიდეო)
გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმში კარის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მონენტში ფეხბურთელები ცდებოდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, მოულოდნელად, სტუმრები სომეხმა ფეხბურთელმა სარქის ადამიანმა დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ მიუნხენელები გააქტიურდნენ და 73-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
გატანილი ბურთის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო შეუტიეს და წესით მოგება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ 79-ე წუთზე „ჰოფენჰაიმის“ კონტშეტევა გამოეპარათ. სარქის ადამიანმა შესანიშნავი დარტყმით დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს სენსაციური გამარჯვება მოუტანა.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.