სარიმ „ნაპოლისთან“ გასამართ, იტალიის თასის ფინალურ მატჩზე ისაუბრა
სარიმ „ნაპოლისთან“ გასამართ, იტალიის თასის ფინალურ მატჩზე ისაუბრა

იტალიის თასის ფინალური მატჩის წინ, ტურინის „იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა: „ნაპოლი” საერთოდ არ მაღელვებს, მე ჩემი გუნდის მოქმედებები და ფინალური მატჩისთვის მზადყოფნა მაფიქრებს. ნეაპოლელებში გუნდური სულისკვეთება დავინახე, ვნახოთ თავს ხვალინდელ შეხვედრაში როგორ გამოიჩენენ. ისინი სავარაუდოდ დაცვაში ჩაიკეტებიან და სწრაფ კონტრიერიშებს შემოგვთავაზებენ.

რონალდოს და დიბალას მოედანზე საკმარისი თავისუფლება გააჩნიათ, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშით არცერთი არ გამოირჩევა. პორტუგალიელმა „მილანთან“ პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, ხოლო შემდეგ თითქოს მოედანზე დაიკარგა. შეხვედრამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ვიმედოვნებ, იტალიის თასის გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით“,-დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.