სარიმ და „იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორეს
სარიმ და „იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორეს

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ 60 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მან ტურინელთა თავკაცის რანგში საწყისი 15 საშინაო შეხვედრიდან 14 მოიგო.

„ბებერი ქალბატონის“ ისტორიაში მსგავს შედეგს კარლო პაროლამ მიაღწია, როდესაც მისმა გუნდმა 1960 წელს სადებიუტო სეზონში 15-დან 14 საშინაო მატჩი მოიგო. თუმცა, სარის „იუვენტუსმა“ 15 თამაშში 14 მოიგო და ერთი ფრე ითამაშა, ხოლო პაროლას ხელმძღვანელობით გუნდმა 15-დან 14 მოიგო და ერთი წააგო. ტურინელებმა მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში მხოლოდ „სასუოლოს“ დამარცხება ვერ შეძლეს (2:2).