სარი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთი“ რონალდოს ეკუთვნის
სარი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთი“ რონალდოს ეკუთვნის

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთი“ პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის.

„ჯილდოს ფავორიტებად ლეონელ მესი და ვირჯილ ვან დეიკი ითვლებიან. მე ძალიან მინდა, „ოქროს ბურთი“ რონალდოს გადაეცეს, რადგანაც ის უნიკალური ფეხბურთელია“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს „ტუტოსპორტი“. – „ვფიქრობ, რომ ამ ჯილდოსთვის დიბალაც მალე იბრძოლებს. საერთოდ კი, ინდივიდუალური მიღწევები ნაკლებად მაინტერესებს“, -დაასრულა ტურინელთა დამრიგებელმა.