სარდალიშვილმა „მერანი“ დატოვა - ძალიან ცუდი სეზონი მქონდა
სარდალიშვილმა „მერანი“ დატოვა - ძალიან ცუდი სეზონი მქონდა

თბილისის „მერანი“ ეროვნული ლიგიდნა გავარდა. გუნდმა 18 შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგო და შედეგიც ლოგიკური იყო. გუნდი პირველმა მოთამაშემ, მიშიკო სარდალიშვილმა უკვე დატოვა – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცახდა.

„მე უკვე გადავწყვიტე – გუნდიდან მივდივარ. არის რაღაც ვარიანტები და შემოთავაზებებს კიდევ ველოდები. იმედი მაქვს, ისეთ გუნდში მოხვდები, ამ წარუმატებელ სეზონს დამავიწყებს. იმედია, ასეთი კლუბი მალე გამოჩნდება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მიხეილ სარდალშვილი.

28 წლის ფეხბურთელის თქმით, 2020 წელი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გასახსენებელაი: „პირადად ჩემთვისაც არ იყო ისეთი სეზონი, რასაც ველოდი და როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. რამდენიმე წელი საქართველოს ჩემპიონატების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, საჩხერეს „ჩიხურაში“ ვთამაშობდი და ამბიციურ გუნდში მიზნებისა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას ვიყავი შეჩვეული. სამწუხაროდ, „მერანმა“ ლიგაში ადგილიც ვერ შეინარჩუნა და ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.