სარდალაშვილმა მალაგაში ახალგაზრდულ თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სარდალაშვილმა მალაგაში ახალგაზრდულ თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მალაგაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ თასზე ძიუდოში ახალგაზრდა ქართველმა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში იაპონელი კეიჯი ცუჯიოკა ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპის ძიუდოს კავშირმა გიორგი სარდალაშვილს 2021 წლის ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში პირველი ადგილი მიანიჭა. 18 წლის ქართველმა შარშან 60 კგ. წონით კატეგორიაში იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა.