სარდალაშვილი VS ნოზაძე - ქართული ფინალი თბილისის გრანდ სლემზე, ფინალურ ბლოკში ექვს ქართველს ვიხილავთ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის გრანდ სლემზე 60კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ახალგაზრდა ძიუდოისტები თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალში სარდალაშვილმა ლუხუმ ჩხვიმიანი დაამარცხა, ხოლო ნოზაძემ – აზერბაიჯანელი როვშან ალიევი.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს გამოცდილი ლუხუმ ჩხვიმიანი.

66 კგ-ში ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილი შეჯიბრის ფინალში წონის პირველ ნომერს, მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდენა.

ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. დღეს ტურნირის ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანიც (57კგ).

ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობა მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).