სარდალაშვილი და ჩხვიმიანი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში გავიდნენ, ნოზაძე და ეთერ ლიპარტელიანი ტურნირს გამოეთიშნენ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.
60 კგ. მამაკაცები
19 წლის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ტურნირზე წონის პირველი ნომერია, მეორე ეტაპზე მონღოლ ცოგტ-ოჩირ ბიამბაჯავს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი მეოთხედფინალში იჭიდავებს.
შეჯიბრს მოულოდნელად ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა თბილისის გრანდ სლემის შარშანდელი გამარჯვებული თემურ ნოზაძე. მას პორტუგალიელმა როდრიგო კოშტა ლოპესმა სძლია.
ტურნირზე პირველი დაპირისპირება მოიგო ლუხუმ ჩხვიმიანმა. მან ისრაელის წარმომადგენელი ლიორ რაფაილოვი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
57 კგ. ქალები
შეჯიბრს ასევე მოულოდნელად გამოეთიშა მედლის ერთ-ერთი კანდიდატი ეთერ ლიპარტელიანი. ქართველი დიდ ბრიტანელ ნეკოდა სმიტ-დევისთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.