სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს #1TVSPORT
სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში დღეს სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა ძიუდოში. სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაზე, მასტერსზე საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც შეჯიბრებზე გამოსვლას ახალგაზრდა გიორგი სარადალაშვილი (60კგ) აგრძელებს.

ქართველი მეოთხედფინალში აზრბაიჯანელ ბაირამოვთან დამარცხდა და მასტერსზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს. ტურნირზე გამომსველი დანარჩენი ორი ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) პირველსავე დაპირისპირებებში დამარცხდნენ.

ლიპარტელიანმა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო, მარგველაშვილი კი ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

შეჯიბრებაზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.