სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოდის.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი სამი ძიუდოისტით წარსდგა. 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი წარმატებულად ასპარეზობს, ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია და ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელს შეხვდება.

ამავე წონაში შაქრო შათირიშვილი რეპეშაჟიდან შეეცდება მედლის მოპოვებას. 52 კგ-ში კი მარიამ ლაფაჩიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ნახევარფინალები რამდენიმე წუთში დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.