სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოდის.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი სამი ძიუდოისტით წარდგა. 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი წარმატებულად ასპარეზობს, ქართველი ძიუდოისტი ფინალშია და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ბაირამოვს შეხვდება.

ამავე წონაში შაქრო შათირიშვილი რეპეშაჟიდან ცდილობდა მედლის მოპოვებას, მაგრამ სამწუხაროდ, ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 52 კგ-ში კი მარიამ ლაფაჩიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.