„სარაევომ“ გიორგი გულიაშვილი წარადგინა - „საბურთალოს“ თავდამსხმელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა #1TVSPORT
„სარაევომ“ გიორგი გულიაშვილი წარადგინა - „საბურთალოს“ თავდამსხმელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა #1TVSPORT

„საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის „სარაევოში“ ოფიციალურად ჩაირიცხა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ ახალი ფეხბურთელია. ის დაიბადა 2001 წლის 5 სექტემბერს და კლუბში „საბურთალოდან“ მოვიდა, რომლის აკადემიის აღზრდილიცაა. გულიაშვილი შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს და სისწრაფით, კარგი დრიბლინგითა და ტექნიკით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ 21 წლისაა, გამოცდილი ფეხბურთელია – მან გასული 4 წლის განმავლობაში „საბურთალოში“ 95 მატჩი ჩაატარა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა“, – წერია „სარაევოს“ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გულიაშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე გააფორმა. ბოსნია-ჰერცეგოვინის 5-გზის ჩემპიონმა „სარაევომ“ ქვეყნის თასი მოიგო და ზაფხულში, გიორგი გულიაშვილთან ერთად, კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.