საქველმოქმედო მატჩში ფედერერმა ნადალი დაამარცხა
საქველმოქმედო მატჩში ფედერერმა ნადალი დაამარცხა

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა საქველმოქმედო მატჩში ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა – 6:4, 3:6, 6:3. ლეგენდების მატჩი საათი და 47 წუთი გრძელდებოდა.

თამაშს სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეითფაუნის საფეხბურთო სტადიონმა უმასპინძლა. შეხვედრას 48 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ახალი რეკორდია საჩოგბურთო მატჩებისთვის. როჯერმა და რაფამ განაახლეს რეკორდი, რომელიც სამი თვის წინ მექსიკაში დაამყარეს ფედერერმა და ალექსანდრ ზვერევმა – მათ მატჩზე 42.5 ათასი მაყურებელი მივიდა.

ფედერერისა და ნადალის შეხვედას წინ უძღოდა დუეტების მატჩი: როჯერმა Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან წყვილში მოუგო ნადალსა და სამრეთაფრიკელ კომიკოსს ტრევორ ნოას – 6:3.

ოფიციალურ მატჩებში ნადალი უსწრებს ფედერერს – 24:16. ამასთან, შვეიცარიელმა ბოლო შვიდი მატჩში ექვსჯერ მოუგო ესპანელს.

ქეიფთაუნის მატჩებიდან შემოსული თანხა როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.