საქველმოქმედო მატჩი მშვიდობისთვის - კიევის „დინამომ“ ვარშავაში „ლეგია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ვარშავაში გაიმართა საქველმოქმედო მატჩი მშვიდობისთვის – პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „ლეგიამ“ უკრაინულ გრანდს – კიევის „დინამოს“ უმასპინძლა.

ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიებების სერიის პირველი მატჩი, რომელიც მიზნად ისახავდა თანხების შეგროვებას უკრაინის მხარდასაჭერად. ეს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კიეველებისთვის პირველი შეხვედრა იყო.

ამრიგად, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი, ისევე, როგორც შემოწირულობები, რომლებიც მიიღეს სატელევიზიო მაუწყებლობიდან, უკრაინაში რუსეთის ომის გამო წარმოქმნილი უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას მოხმარდება.

კიევის „დინამო“ შემდეგ საქველმოქმედო მატჩს 14 აპრილს „გალათასარაისთან“ გამართავს, ხოლო 28 აპრილს ზაგრების „დინამოს“ შეხვდება.