საქსტატის ცნობით, აპრილში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 638 შუამდგომლობიდან 364 პირს პატიმრობა, 274-ს კი, გირაო შეეფარდა
საქსტატის ცნობით, აპრილში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 638 შუამდგომლობიდან 364 პირს პატიმრობა, 274-ს კი, გირაო შეეფარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე 638 შუამდგომლობა განიხილეს. განხილული შუამდგომლობებიდან, 364 პირს პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 274-ს გირაო.

2020 წლის აპრილში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განიხილეს 417 საქმე 461 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 397 საქმე, ანუ 95,2%, შეწყდა 14 საქმე, პროკურატურას უკან დაუბრუნდა ექვსი საქმე.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 267 საქმე 296 პირის მიმართ, არსებითი განხილვით დამთავრდა 130 საქმე 145 პირის მიმართ. არსებითი განხილვით დამთავრებული 130 საქმიდან, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 77 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 32 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 21 საქმეზე.

2020 წლის აპრილში სულ მსჯავრდებული 432 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 133 პირს, პირობითი მსჯავრი – 217 პირს, ჯარიმა – 58 პირს და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 23 პირს.

დატოვე კომენტარი