საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია - „სამგურალმა“ „სამტრედიას“ სამი ქულა ბრძოლაში აართვა #1TVSPORT
საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია - „სამგურალმა“ „სამტრედიას“ სამი ქულა ბრძოლაში აართვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში სამი ქულა მოიპოვა.


სამგურალი“ – „სამტრედია“ 2:1


გოლები: 0:1 ნაჭყებია (63), 1:1 ნოდარ ლომინაძე (82-პენალტით), 2:1 კაგაიამა (88. პატარკაციშვილის პასით)

 

„სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი წინა ტურის შემდეგ გიორგი შაშიაშვილმა დატოვა და გუნდი მოედანზე მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა ერაძემ გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა.

ზესტაფონში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში შესვენების შემდეგ, 63-ე წუთზე გაიხსნა – სირილ ჩამბას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი „სამტერდიის“ თავდამსხმელმა, ზვიად ნაჭყებიამ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მოედანზე სურათი 83-ე წუთის შემდეგ შეიცვალა – გიორგი პაპუნაშვილმა „სამტრედიის“ საჯარიმოში ხელით ითამაშა. საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და ეპიზოდის განხილვის შემდეგ მთავარმა არბიტრმა სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნოდარ ლომინაძემ კარგად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა. 88-ე წუთზე კი მასპინძლები იაპონელმა ლეგიონერმა, ტაიკი კაგაიამამ დააწინაურა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი სამი ქულა მოუტანა.

ეროვნული ლიგის პირველი წრე წყალტუბოს „სამგურალმა“ 16 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა, ხოლო „სამტრედია“ 4 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩა.