საქართველოსთან შეხვედრა უზბეკეთის ნაკრებს უფრო წაადგება - შოთა არველაძემ უფეხბურთოდ მოიწყინა #1TVSPORT
საქართველოსთან შეხვედრა უზბეკეთის ნაკრებს უფრო წაადგება - შოთა არველაძემ უფეხბურთოდ მოიწყინა #1TVSPORT

უზბეკურმა გამოცემა Sports.uz-მა შოთა არველაძეს ინტერვიუ ჩამოართვა და საქართველო-უზბეკეთის მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრაზე ესაუბრა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი რამდენიმე წლის განმავლობაში ტაშკენტის „პახტაკორის“ მთავარი მწვრთნელი იყო და არაერთი ტიტული მოიპოვა.

უზბეკეთის ნაკრები 15 ნოემბერს გორში საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. აზიელები უკმაყოფილები არიან, რადგან მათი აზრით, საქართველოს ნაკრები კარგი მეტოქეა, რადგან მათთვის უეფა-ს ზონის ქვეყანასთან მატჩი ყოველთვის სასურველია.

Sports.uz: „მალე საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. უყურებთ ამ მატჩს სტადიონზე? ზოგადად, რას იტყვით თამაშის წინ?

– ამ თამაშის ყურება არა სტადიონზე, არამედ სახლში, ტელევიზორთან მინდა. ვფიქრობ, საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი საინტერესო იქნება.

როგორ აფასებთ საქართველო ნაკრებში არსებულ მდგომარეობას, უზბეკეთზე ძლიერია?

 –  ჩემი აზრით, ორივე გუნდი თანაბარია. მიზეზი, რის გამოც ვერ ვამბობ, რომ ჩვენი გუნდი     უზბეკეთზე  ძლიერია, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები სტაბილურად ვერ თამაშობს.

საქართველოში უზბეკეთის ნაკრებზე თუ გეკითხებიან?

– აქამდე არავის უკითხავს, რადგან მთელი ყურადღება შვედეთთან მომავალ მატჩზეა გადატანილი.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას თუ გთავაზობდნენ?

  – რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების გაძღოლა შემომთავზეს. თუმცა, შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.  რატომ? – ეს არ მინდა ავხსნა.

ამ დაპირისპირებით ვინ უფრო ისარგებლებს?

–  ეს თამაში ერთნაირად სასარგებლოა ორივე გუნდისთვის, მაგრამ უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს მეტ სარგებელს მოუტანს, რადგან თქვენი გუნდის ხელმძღვანელობა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სრეჩკო კატანეცმა დაიწყო.

შეგიძლია, გვითხრა შენს შესახებ უახლესი ამბები?

 – ჩემთან თანამშრომლობით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ჯერ წინადადებებს ვსწავლობთ. დრო გვიჩვენებს, რა იქნება.

ფეხბურთის გარეშე მოიწყინე?

– რა თქმა უნდა, მოწყენილი ვარ. საფეხბურთო ცხოვრების უმეტესი ნაწილი ხომ მოსაწყენად ეჩვენება ადამიანს, საყვარელი თამაშის გარეშე“.