საქართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, ნორვეგიელები უეფა-სგან სასჯელს ელიან - მოედანზე შეჭრილი აქტივისტები ხულიგნობისთვის დააკავეს #1TVSPORT
საქართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, ნორვეგიელები უეფა-სგან სასჯელს ელიან - მოედანზე შეჭრილი აქტივისტები ხულიგნობისთვის დააკავეს #1TVSPORT

სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის დროს „ულევაალის“ სტადიონზე შევარდნენ, ბრალი ხულიგნობაში წაუყენეს – ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით, ინფორმაციას NTB ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ აქტივისტების გამო ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციაც დაისჯება, რადგან მოედანზე მოთამაშეთა უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა და ახლა ნორვეგიელები უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის რეაქციას ელიან.

ნორვეგია-საქართველოს მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე სამი სამოქალაქო აქტივისტი შევარდა. ორი მათგანი სტადიონის დაცვამ და პოლიციამ სწრაფად გაანეიტრალა, ხოლო მესამემ საქართველოს ნაკრების კარამდე მიაღწია და პლაკატის გამოფენა სცადა, მაგრამ სტადიონის დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია.

„თუ მატჩის დროს მოედანზე გარეშე პირები შედიან, სანქციები მატჩის ორგანიზატორს ეკისრება, ამიტომ ველოდებით უეფა-ს რეაქციას. რა იქნება, ძნელი სათქმელია. აქტივისტები ხულიგნობის მუხლით პასუხისმგებაში არიან მიცემული“, – ამბობს ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის წარმოამდგენელი ნილს ფისკეტიონე.

გაირკვა, რომ აქცია ორგანიზაცია Stoppoljeletinga-ს (Stop Oil Exploration) აქტივისტებმა მოაწყვეს, რომლებიც გლობალური დათბობის გამო, მთავრობისგან ნავთობის მოპოვების შეწყვეტას მოითხოვენ.

„ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის მოწმენი ვართ. პლანეტა მოგების მიზნით ნადგურდება. ეს პოლიტიკა შეუთავსებელია კაცობრიობის გადარჩენასთან. ნორვეგია არის მეშვიდე უდიდესი CO2-ის ექსპორტიორი მსოფლიოში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობამ შევწყვიტოს ნავთობის მოპოვება“, – წერია აქტივისტების გვერდზე.