საქართველოში შესაძლოა, ხარისტეასიც გვესტუმროს | ლეგენდების თასი
საბერძნეთის ოქროს თაობის წარმომადგენელი ხარისტეასი 2004 წლის ევროპის ჩემპიონია, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიასთან გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.
ევრო 2004 პორტუგალიაში ჩატარდა და ყველასთვის მოულოდნელად, საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბერძნეთმა ფინალში პორტუგალია 1:0 დაამარცხა – ერთადერთი გოლი ხარისტეასმა 57-ე წუთზე გაიტანა.
ხარისტეასი ევრო 2020-ის ელჩი და საფხბურთო კლუბ სალონიკის „არისში“ სპორტული დირექტორია. 2015 წელს „ეკიპმა“ ევროპის ჩემპიონატის 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.
საინტერესოა, რომ ხარისტეასმა სანაკრებო კარიერა 2011 წელს თბილისში გამართულ შეხვედრაში დაასრულა – ბერძნებმა 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი გოლი კი ხარისტეასმა გაიტანა.