საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის 27 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის 27 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირი-ს 27 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ჯგუფი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისგან. ველოდებით, რომ მომავალ კვირაში შემოგვიერთდება 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი, უშუალოდ არჩევნების დღისთვის მოთხოვნილია და ველოდებით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას, რომელთა ფუნქცია იქნება, დააკვირდნენ კენჭისყრის დღეს, ხმების დათვლის და ტაბულაციის პროცედურებს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საბოლოო რაოდენობა გვეცოდინება მაშინ, როდესაც ეს მისიები ჩამოსვლას დაიწყებენ. ეუთო/ოდირი-ს მანდატით ამ არჩევნებზე იქნება დაახლოებით, მეტ-ნაკლებად 380 დამკვირვებელი. ალბათ ეს რაოდენობა ჩამოვა. გასაგებია, რომ სიტუაცია არის ძალინ მყიფე ამ მხრივ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი საქმე შეასრულონ. ოღონდ, რასაკვირველია, ამ საქმიანობაში უნდა დაიცვან პროტოკოლები მაქსიმალურად და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.

დატოვე კომენტარი