საქართველოში საფეხბურთო და საკალათბურთო ღონისძიებები გადაიდო #1TVSPORT
საქართველოში საფეხბურთო და საკალათბურთო ღონისძიებები გადაიდო #1TVSPORT

ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო და საკალათბურთო ღონისძიება გადადებულია.

ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგაში 2-ში თამაშები 21-22 მარტს იყო დაგეგმილი. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 22 მარტს დაკრძალევენ.

შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე ამ პერიოდში დაგეგმილი მატჩები არ გაიმართება. მათი ჩატარების განახლებული თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.

22 მარტის ჩათვლით შეჩერებდა ყველა საკალათბურთო ღონისძიებაც. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრების გამართვის ზუსტი თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.