საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი – შესანიშნავი ამინდი და მშვიდი ატმოსფეროა

13:02, 28.11.2018

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დოუმა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას Twitter-ით ავრცელებს.

იოჰანეს დოუმას თქმით, ხმის მიცემის დღეს ატმოსფერო მშვიდია.

„შესანიშნავი ამინდი და მშვიდი ატმოსფეროა. იმედია, ეს პირობები აისახება საარჩევნო პროცესსა და შედეგზეც“, – წერს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი.

იოჰანეს დოუმა დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკკენზ სმიტსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან ერთად,  საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, მარნეულში იმყოფება.

მსგავსი