საქართველოში, კვარაცხელიას სამშობლოში – ამერიკულმა არხმა ქართველ ვარსკვლავზე სიუჟეტი მოამზადა [ვიდეო] #1TVSPORT
სპორტული ტელეკომპანია CBS Sports Golazo-ს ჟურნალისტი, ესპანელი გილემ ბალაგე საქართველოს ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიაზე სიუჟეტი გადაიღო.
ბალაგე ესპანელი ჟურნალისტი, მწერალი და საფეხბურთო ექსპერტია. მუშაობდა Sky Sports-ის შოუში, წერდა სტატიებს ბრიტანულ და ესპანურ გაზეთებში. ამჟამად მუშაობს ამერიკულ სატელევიზიო არხზე, CBS Sports-ზე და საქართველოში ამერიკიდან, ჯორჯიას შტატიდან გამოემგზავრა.
„გილემი საქართველოში გაემგზავრება ხვიჩა კვარაცხელიას გამო, რომელმაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე გაანათა“, – ვკითხულობთ CBS Sports-ის ფეისბუქგვერდზე.
„ოთხი დღე გავატარე ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოში, საქართველოში. შევხვდი მის მშობლებს, ვესაუბრე „დინამო თბილისის“ ერთ-ერთ მწვრთნელს (ლადო კაკაშვილს), ვიყავი მისი მეგობრის მაღაზიაში, მივირთვი ქართული კერძები, შევხვდი თბილისის მერს, ლეგენდას, კახა კალაძეს და სხვა“, – წერს ბალაგე ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
Spent 4 days in Georgia following the trail of Khvicha Kvaratskhelia.
Was greeted by his parents, spoke to one of his coaches at Dinamo Tbilisi, went to a shop of a friend of his, ate some Georgian food, met the Tbilisi mayor, the legend that is Kakha Kaladze and more. 🇬🇪 pic.twitter.com/KsfOzyPI0n
— Guillem Balague (@GuillemBalague) March 16, 2023