საქართველოში ჩამოსვლა ორი ათასზე მეტ ფანს სურს - ბელარუსის ფედერაციის პრეზიდენტი უმაყურებლო თამაშს ემხრობა
საქართველოში ჩამოსვლა ორი ათასზე მეტ ფანს სურს - ბელარუსის ფედერაციის პრეზიდენტი უმაყურებლო თამაშს ემხრობა

რა გასაკვირია, ხალხზე და ფეხბურთელებზე ზრუნვით მომიზეზებით, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალის უმაყურებლოდ ჩატარებას ემხრობა.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოსთან მატჩის სამზადისზე პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა:

„მასპინძლები ყველა საჭირო ზომას მიიღებენ. სასტუმრო უკვე შეირჩა და დაგვჭირდება ოთახების და დერეფნების დეზინფექცია. კორონავირუსის გამო საქართველოში ჩემპიონატი შეჩერდა. ალბათ, იქ უფრო მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ჩვენთან. უამრავ გულშემატკივარს სურს, რომ საქართველოში წავიდეს და მხარი დაგივჭიროს. ჩვენ ორ ათასზე მეტი ბილეთი გავყიდეთ. უმაყურებლოდ თამაში ცუდია – ფეხბურთი ხალხისთვისაა. მაგრამ, როდესაც კორონავირუსის რისკია, ასეთ დროს მთავარია, ინფექცია არ გავრცელდეს” – ამბობს ვლადიმირ ბაზანოვი.

ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა 26 მარტს „დინამ-არენაზე“ დაინიშნა. საბოლოოდ საკითხი 17 მარტს უეფა-ს ვიდეოკონფერენციაზე გადაწყდება – დაუშვებენ თუ არა შეხვედრაზე გულშემატკივარს. ცხადია, მატჩის არგადატანის შემთხვევაში, ბელარუსებს მისი უმაყურებლოდ გამართვა სურთ, რადგან „დინამ-არენაზე” მოსული ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების მე-12 მოთამაშე იქნება.